მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 4:8

7. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.8. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.9. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
იგავნი სოლომონისა თავი 4
8. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.
სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

საქართველოს წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ და ღვთივკურთხეულ შვილს:

მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ. (სიბრძე სოლომონისა 4, 7-8).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს გარეთ დროებით მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო: „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს;

ქრისტე აღსდგა!……

უფალი ბრძანებს: „..ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რა თა ვწამო ჭეშმარიტი..“ (). ჭეშმარიტება! როგორ ახლოსაა და, ამავე დროს, როგორ მიუწვდომელია იგი.

ყოველდღიურად თითქოს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის