...ი, რომლებიც არასოდეს აღებენ კარებს, კაკუნის გაგონებაზე კიდევ უფრო იკეტებიან და ცდილობენ დაირწმუნონ თავი, რომ მათ არ უხმობენ. ისინი ისე განლვენ საწუთროს, მარადიულ ნათელს ვერც დაინახავენ, ვერ განიცდიან სიხარულს ჭეშმარიტს; მიემგზავრებიან საუფლოსა ბნელეთისასა... სადა არა არს ნათელი, არცა ხედვად ცხოვრებისა კაცთასა ().
ვის მიმართავს უფალი? ყოველდღიური საქმიანობით დაღლილ, დღევანდელი დღის საზრუნავით მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანებს: გლეხებსა და მუშებს, მწერლებსა და მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, სახელმწიფო მოღვაწეთ, ბავშვებსა და დიდებს... პირადი, საოჯახო ან საზოგადოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანებს. უზრუნველთა და დამწუხრებულთ, უნუგეშოთა და შეჭირვებულთ, მდიდართა და ღატაკს, - ჩვენ, ჩვენი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ნათელი ქრისტესი სულიერი ძალაა, საფუძველია ქვეყნიერებისა. თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშვებოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა.
ნათელი ესე ბრწყინავდა და იბრწყინვებს ნიადაგ, განურჩევლად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. საკითხავი ისაა, გავხდებ...