იობი 42:10
9. წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად ხუშელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უთხრა მათ უფალმა. და შეიწყნარა უფალმა იობი.10. და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისთვის. ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს!11. მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები, მისი ძველი ნაცნობები და ჭამეს მასთან ერთად პური მის სახლში; მიუსამძიმრეს და ანუგეშეს ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას. თითოეულმა მისცა მას თითო კესიტა და თითო ოქროს ბეჭედი.
იობი თავი 42