მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოველი 2:13

12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.14. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის.
იოველი თავი 2
13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
სიტყვა მეორესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და აწ იტყვის უფალი ღმერთი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქვენითა მარხვისა მიერ და ტირილისა და ტყებისა, დაიპენით გულნი თქვენნი და ნუ სამოსელი. (იოელ. 2, 12).

დიდი მარხვა დიდსა საქმეს და ზრუნვას მოგვიტანს ყოველთა ღვთის მოსავთა კაცთა, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია, სულიერისა წარმატებისა მაძიებელი, დიდად დაფიქრებული იქნება დღეთა ამათ დიდისა მარხვისასა. ვისაც თავისი სული უყვარს, იგი ამ დღეებში მარხულობს, ლოცულობს, ემზადება ზიარებისათვის. მას არა აქვს დავიწყებული, რა დიდი მომზადება უნდა ზიარებისათვის. იცის მან, რომ ვინც ღირსეულად მოემზადება - ღირსეულად ეზიარება, და მერმეცა დაიცავს ზიარებისაგან მიღებულსა მადლსა, იგი ამით დააგვირგვინებს ქრისტიანულ ცხოვრებას და საუკუნო ნეტარება და ცხონება იქნება ეს მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - საუკუნო სასჯელი. როგორ უნდა მოვემზადოთ, ძმანო, ზიარებისათვის, და საზოგადოდ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ამ დიდ მარხვაში? მოიქეცით ჩემდა! იტყვის უფალი ღმერთი! აჰა, პირველი საქმე, რომელიც უნდა ავასრულოთ ამ დიდ მარხვაში. აქამომდე ჩვენ ვიყავით მიქცეული პირითაც, გულითაც, საქმითაც და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის