ლევიანნი 10:14
13. ჭამეთ იგი წმიდა ადგილზე, რადგან ეს შენი და შენი შვილების კერძია უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან, რადგან ასეა ნაბრძანები ჩემთვის.14. შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ.15. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.
ლევიანნი თავი 10