ლევიანნი 10:16
15. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი საცეცხლო ქონთან ერთად უნდა მიიტანონ, რათა შეარხიონ უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად. ეს იყოს შენთვის და შენი შვილებისთვის სამარადისო არჩივად, როგორც ნაბრძანები აქვს უფალს.16. ცოდვის გამოსასყიდი თხაც მოითხოვა მოსემ და, აჰა, დაიწვა იგი. განრისხდა მოსე ელეაზარზე და ითამარზე, აარონის გადარჩენილ შვილებზე, და თქვა:17. რატომ არ შეჭამეთ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი წმიდა ადგილზე? ეს ხომ წმიდათა წმიდაა და იმისთვის მოგეცათ, რომ გეტვირთათ საზოგადოების შეცოდება და მისთვის შენდობა გამოგეთხოვათ უფლის წინაშე?
ლევიანნი თავი 10