ლევიანნი 5:3
2. თუ კაცი, რომელიც თავისდაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს: გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა.3. ანთუ თვისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურობას, რა უწმიდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი, და გაიგებს, დამნაშავეა.4. თუ ვისმე თავისდა უნებურად ბაგიდან წასცდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი, და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში.
ლევიანნი თავი 5