ლევიანნი 6:10
9. უბრძანე აარონს და მის შვილებს: ეს არის-თქო აღსავლენის წესი: სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე; სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ.10. შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაწვის შემდეგ, და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს.11. გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი.
ლევიანნი თავი 6