ლევიანნი 6:26
25. უთხარი აარონს და მის შვილებს: აჰა, ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი: იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა.26. მღვდელმა, რომელიც სწირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი; წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს, სადღესასწაულო კარვის ეზოში.27. ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.
ლევიანნი თავი 6