ლევიანნი 8:30
29. აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.30. აიღო მოსემ მირონი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და შესამოსელზე ასხურა აარონს და მის შვილებს, და განწმიდა აარონი და მისი შესამოსელი და აარონის შვილები და მათი შესამოსელი.31. უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს: მოხარშეთ ხორცი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხორცი და პური, რომელიც მღვდლად კურთხევის კალათშია, როგორც გიბრძანეთ, აარონმა და მისმა შვილებმა ჭამონ-მეთქი.
ლევიანნი თავი 8