მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 13:2

1. ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?3. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
ლუკას სახარება თავი 13
2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 13; მ. 1-5]

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.

იუდა გალილეველმა, რომელსაც იგივე მახარებელი „საქმე მოციქლთა“-ში მოიხენიებს (5,37), იყო რა თავად მცოდნე სჯულისა,  დაარწმუნა სხვა მარავალი გალილეველიც მოფყოლოდა მის სწავლებას. ის კი იმას ასწავლიდა, რომ არავისთვის კაცთაგან, თავად მეფისთვისაც კი არ არის ნებადართული ღმერთი უწოდო არც სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით და არც პატივისცემის და მოწიწების ნიშნად, აქედან მრავალი მათგანი იმისთვის, რომ კეისარს ღმერთს არ უწოდებდა, სასტიკად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...დი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპრები გუაქუნდა და დავშრიტეთ; რამეთუ სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა.

არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“. ; (25,12); ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისაჲ ამის, თუ: „არა გიცნი თქუენ“? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რაჲ გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა გუეხილვა. და რაჟამს ჩუენ არა გუეწყალოდის გლახაკი მშიერი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვი-თარ შეგჳწყალნეს ჩუენ, რაჟამს წყალობაჲ გჳჴმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს ჭირვეული და არა მისცეს თჳსისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არათჳსი იგი?

ამისთჳს გევედრები, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ, რაჲთა არა მოგუაკლდეს ჩუენ ზეთი, არამედ რაჲთა შევამკვნეთ ჩუენ ლამპარნი ჩუენნი და შევიდეთ სიძისა მის თანა უკუდავისა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა