მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 17:12

11. მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალი მიდიოდა სამარიასა და გალილეას შორის.12. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ13. და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!
ლუკას სახარება თავი 17
12. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ
ლუკას სახარების განმარტება თავი მეჩვიდმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 17; 1-3]

1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.

რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა, ამიტომაც მან ჯერ თქვა იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, უჩვენა რა მისი მეშვეობით, თუ როგორი სასჯელი ელოდებათ მათ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობის გამო; შემდეგ კი თავის საუბარს მოწაფეთადმი მიმართავს თავად ფარისეველთა შესახებ, რომ ისინი წარმოქმნიან საცდურებს და სხვებს ღმრთაებრივი გზისგან აბრკლებენ და რომ ამისათვის მათ „ვაება“ ხვდებათ წილად. ნახე, რას ამბობს იგი. „შეუგვანებელ არს საცდურისა არა მოსვლაი, ხოლო ვაი, ვისგან მოვიდეს“, ანუ შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი ანდა დაბრკოლებანი კეთილსა და ღმრთისმოყვარე ცხოვრებაში. ვინაიდან ადამიანთა ბოროტების...

სრულად ნახვა
სიტყვა კთ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენი, რათამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა? (ლუკ. იზ. იჱ).

მაცხოვარმან, ვითარცა მოგვითხრობს დღეს წარკითხული სახარება, ერთხელ განკურნა ათნი კეთროვანნი კაცნი. მათგან მხოლოდ ერთმან, იხილა რა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა, დავარდა მუხლთა ქვეშე იესოსთა და შესწირა მას მადლობა: სხვათა კი ცხრათა განკურნებულთა არ იფიქრეს მადლობისა მიცემა ღვთისადმი. ერთმან მათგანმან ქცევამ განაკვირვა თვით უფალი იესო ქრისტე: არა ათნივე განიკურნესა? ჰკითხა მან, და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვეს ეგოდენ, რათამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა?

მართლა განსაკვირვებელი იყო, ძმანო, ესრეთი უმადურება ცხრათა მათ განკურნებულთა. კეთროვანება იყო საშინელი და საზიზღარი სნეულება. იგი იყო სიკვდილზე უსაშინელესი, მით, რომელ კეთროვანს არ შეუშვებდენ არც სოფელში, არც სახლში; იგი სცხოვრებდა და დადიოდა მარტო ტყედ და ველად, ვითარცა ერთი მხეცი, და იტანჯებოდა უწყალოდ. ესრედისა საშინელისა სნეულებისაგან განათავისუფლა უფალმან ცხრანი იგი კაცნი; გარნა მათ მადლობაც არ შესწირეს მას; ვიდრე იგინი იყვნენ ჭირში და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის