მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 21:30

29. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:30. როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.31. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.
ლუკას სახარება თავი 21
30. როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეერთე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 21; მ. 1-4]

1. და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. 2. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, 3. და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, 4. რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

იყო წმინდა საგანძური, რომელშიც შესაწირავს ყრიდა ღვთისმოყვარე ხალხი, რომელსაც ტაძრის სამუშაოებისათვის, მის შესაკეთებლად იყენებდნენ და საერთოდ ტაძრის მოსართავად და ღარიბთა დასახმარებლად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მღვდლებმა ეს საგანძურებიც სავაჭრო აღებ-მიცემის საგნად აქციეს, იყენებდნენ რა მას ერთმანეთს შორის და არ იყენებდნენ რა მას იმისათვის, რისთვისაც დადგენილი იყო თავდაპირველად. უფალი ქვრივს აქებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იმიტომ, რომ მან თავისი ნაკლულევანებისაგან ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი, ვინაიდან ორი მწულილი, როგორც ჩანს, კი უმნიშვნელოა, მაგრამ მისთვის, ვინც მოწყალებით იკვებებოდა მთელ მის სარჩო-საბადებელს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის