მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 3:15

14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.15. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.
ლუკას სახარება თავი 3
15. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის