მალაქია 1:5
4. თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ ავაშენებთ ნაოხარსო. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: ისინი ააშენებენ და მე დავანგრევ: დაარქმევენ მათ სიბოროტის მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი.5. იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: იდიდა უფალმა ისრაელის საზღვრებს გარეთ.6. შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?
მალაქია თავი 1