მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:12

11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში.13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
მარკოზის სახარება თავი 1
12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 12-13):

12. და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ. 13. და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.

იმისათვის, რომ გვასწავლოს არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, როდესაც ნათლისღების შემდგომ განვიცდებით, უფალი მიდის მთაში გამოსაცდელად, ან უფრო სწორად კი არ მიდის, სულიწმინდის მიერ განიყვანება, გვიჩვენებს რა ამით, რომ ჩვენც ჩვენი ნებით არ უნდა ჩავვარდეთ საცდურებში, არამედ მივიღოთ, როდესაც ისინი გვეწვევიან. მთაში კი იმიტომ ადის, რომ ადგილის უდაბურებისა გამო, ეშმაკმა ჰპოვოს კადნიერება და მიუდგეს მას, რამდენადაც იგი, ჩვეულებრივ მაშინ გვესხმის თავს, როდესაც მარტონი ვართ. ადგილი იმდენად ველური იყო, მეტწილად მხეცები დაძრწოდნენ, ანგელოზებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს მისი მსახურება, როდესაც მან სძლია მაცდურს. ყველაფერი ეს მათეს სახარებაში ვრცლადაა გადმოცემული.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის