მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:18

17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.18. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას.19. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში.
მარკოზის სახარება თავი 1
18. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 16-20):

16. ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 18. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა. 20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.

პეტრე და ანდრია თავიდან წინამორბედის მოწაფეები იყვნენ, მაგრამ როდესაც იესო იხილეს, რომელზეც იოანე მოწმობდა, მას შეუერთდნენ. შემდგომ, როდესაც მიცემულ იქნა იოანე, ისინი მწუხარებით დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ ხელობას. ამგვარად, ქრისტე ახლა უკვე მეორედ მოუწოდებს მათ, რადგანაც ნამდვილი მოწოდება მეორეა. დააკვირდი, რომ ისინი თავიანთი მართალი შრომით იკვებებოდნენ და არა უკანონო საქმიანობით. ასეთი ხალხი ღირსი იყო, რომ ყოფილიყვნენ ქრისტეს პირველი მოწაფეები. მყისვე დააგდეს რა ყველაფერი, რაც ხელში ჰქონდათ, ისინი გაყვნენ მას, რადგან არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის