მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:2

1. დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას.3. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.
მარკოზის სახარება თავი 1
2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 1-3):

1. დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ. 2. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 3. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

იოანეს, წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელს, მახარებელი წარმოადგენს, როგორც ძე ღმერთის სახარების დასაბამს, ვინაიდან ძველი აღთქმის დასასრული, დასაბამია ახალი აღთქმისა. რაც შეეხება წინასწარმეტყველებას წინამორბედზე, იგი აღებულია ორი წინასწარმეტყველისგან: მალაქიასგან: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შესა, რომელმანც განმზადნეს გზანი შენი წინაშე შენსა“ (3, 1); და ესაიასაგან: „ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა...“ (40, 3) და ასე შემდეგ. ეს მამა ღმერთის სიტყვებია ძის მიმართ. იგი ანგელოზს უწოდებს წინამორბედს მისი ანგელოზებრივი და თითქმის უსხეულო ცხოვრების გამო და სოფლად მომავალი ქრისტეს გამოცხადების და მასზე მინიშნების გამო. ამზადებდა რა, ნათლობის მეშვეობით, იუდეველთა სულებს ქრისტეს მისაღებად, იოანე გზას განუმზადებდა უფალს. „წინაშე პირსა შენსა“...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის