მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:30

29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად.30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.31. მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.
მარკოზის სახარება თავი 1
30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 29-31):

29. და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა. 30. ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს. 31. და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

შაბათ საღამოს, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, უფალი წავიდა მოწაფეების სახლში საკვების მისაღებად. ამასთან ის, ვინც მათ უნდა მომსახურებოდა, მხურვალებით იყო შეპყრობილი, მაგრამ უფალი კურნავს მას და ისიც იწყებს მსახურებას. ეს სიტყვები მანიშნებელია იმის, რომ შენც, როდესაც უფალი განგკურნავს სნეულებისაგან, შენი ჯანმრთელობა წმინდანთა სამსახურებელად და ღმრთის სათნოყოფისათვის უნდა გამოიყენო. ერთგვარი მხურვალებით შეპყრობილი ხდება აგრეთვე მრისხანე ადამიანიც და მრისხანებისგან ხელებს სითამამეს აძლევს. მაგრამ თუკი ს ი ტ ყ ვ ა ხელს უპყრობს და მდაბლად გააშვებინებს მას, მაშინ ის, ვინც ადრე მრისხანებით იწვებოდა, ს ი ტ ყ ვ ი ს მსახურებას იწყებს. რამეთუ მრისხანე, ხელს უპყრობს რა სიტყვა, აღდგება და ამგვარად, მრისხანება ს ი ტ ყ ვ ა ს ემსახურება.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის