მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 11:19

18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.20. დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.
მარკოზის სახარება თავი 11
19. შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის