მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 2:22

21. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა.22. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.23. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
მარკოზის სახარება თავი 2
22. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 21-22):

21. არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის. 22. და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.

როგორც ახალი „სადგმელი“ თავისი  სიმტკიცის გამო მხოლოდ მოაპობს ძველ სამოსს, თუკი მასზე დაკერდება და როგორც ახალი ღვინო, თავისი სიმაგრის გამო, გახეთქავს ძველ ჭურჭელს, ასევე ჩემი მოწაფეები ჯერ კიდევ არ მომაგრებულან და ამიტომაც თუ დავუმძიმებთ, ამით მათ ვავნებთ, რამდენადაც ისინი, თავისი უძულურებისდა გამო, ჯერ კიდევ ძველ სამოსს ჩამოჰგვანან. ამიტომაც არ არის საჭირო დავაკისროთ მათ მარხვის მძიმე მცნება. ან შეგიძლია ასეც გაიგო: ქრისტეს მოწაფეებს, არიან რა უკვე ახალი ადამიანები, არ შეუძლიათ ემსახურონ ძველ ჩვეულებებსა და კანონებს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის