მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 1:4

3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
მათეს სახარება თავი 1
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:2-6 — ქრისტეს გენეალოგია აბრაჰამიდან დავითამდე:

2. აბრაჰამმა შვა ისაკი. - მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხეოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყეელამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც "მამა ერებისა", ისაკი კი, როგორც "სიხარული", "სიცილი". მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.

2-3. ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. - ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.

4. იუდამ თამარისაგან ფარეზი და ზარა შვა. - იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის