მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 13:21

20. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.22. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
მათეს სახარება თავი 13
21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:16-23 — მოწაფეთა ნეტარება და მთესვარის იგავის განმარტება:

16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:

18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის