მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 2:7

6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
მათეს სახარება თავი 2
7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:7-12 — ჰეროდეს ხრიკი, მოგვთა თაყვანისცემა და ძღვენი:

7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა.- ჰეროდემ ფარულად ისინი იუდეველთა გამო იხმო, რადგან ეჭვობდა, რომ შეიძლებოდა იუდეველებს ყრმის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოეჩინათ და გადარჩენაც მოფიქრებოდათ იმისი, ვისაც ისინი მომავალში უნდა გაეთავისუფლებინა. ამიტომაც იზრახავს ბოროტებას ფარულად.

და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. - ანუ ყოველივე ზუსტად შეიტყო. ვარსკვლავი ხომ მოგვებს მანამდე გამოუჩნდა, ვიდრე უფალი დაიბადებოდა. იმდენად, რამდენადაც გზაში მათ დიდი დრო დაეკარგებოდათ, ვარსკვლავი ადრევე გამოჩნდა, რათა ყრმისათვის თაყვანი მაშინ ეცათ, როცა ის ჯერ კიდევ სახვევებში იქნებოდა. თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ვარსკვლავი ქრისტეს შობასთან ერთად გამოჩნდა, ამიტომ მოგვები მთელი ორი წელი მოდიოდნენ და უფალი არცა სახვევებსა და არცა ბაგაში, არამედ ორი წლისა შინ, დედასთან ერთად იხილესო, მაგრამ შენ უპირატესობა პირველად თქმულს მიანიჭე.

8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს. - მეფისთვისო კი არ უთხრა, არამედ ყრმისათვისო, რადგან მისი სახელიც კი ეჯავრებოდა, რითაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის