მეორე რჯული 12:11
10. გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარეშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად.11. რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.12. გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენს შორის.
მეორე რჯული თავი 12