მეორე რჯული 13:17
16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.17. დარისხებულს არაფერს მიეწებოს შენი ხელი, რომ დაცხრეს უფლის რისხვა, წყალობა მოგცეს, შეგინდოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას,18. თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და შეასრულებ ყველა მცნებას, რომელსაც დღეს გიცხადებ, და წესიერად მოიქცევი უფლის, შენი ღვთის თვალში.
მეორე რჯული თავი 13