მეორე რჯული 14:22
21. არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.22. აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,23. და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.
მეორე რჯული თავი 14