მეორე რჯული 15:13
12. თუ მოგეყიდა შენი ებრაელი მოძმე, კაცი ან ქალი, და ექვს წელს გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე შენგან.13. როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა.14. მიეცი საჩუქრად რაიმე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს, მიეცი.
მეორე რჯული თავი 15