მეორე რჯული 17:11
10. ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.11. იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართალის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი; არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.12. თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
მეორე რჯული თავი 17