მეორე რჯული 19:5
4. აი, წესი მკვლელისთვის, რომელმაც თავი უნდა შეაფაროს იქ, რომ გადარჩეს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე რომ არ ჰქონია მისი მტრობა არც გუშინ, არც გუშინწინ,5. ან ვინც თავის მოყვასთან ერთად წავა ტყეში შეშის მოსაჭრელად, მოიქნევს ცულს ხის წასაქცევად, ტარს რკინა წასძვრება, მოხვდება მის მოყვასს და მოკლავს, ამ კაცმა ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს უნდა შეაფაროს თავი, რომ გადარჩეს.6. რომ არ გამოეკიდოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ მიეწიოს, რადგან გზა დიდია, და არ მოკლას; ის სასიკვდილო არ არის, რადგან არ ჰქონია მასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ.
მეორე რჯული თავი 19