მეორე რჯული 2:12
11. რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.12. წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.13. ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს.
მეორე რჯული თავი 2