მეორე რჯული 20:19
18. რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.19. თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისთვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?20. მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ საჭმელად არაფერს ისხამენ, შეგიძლია გაანადგურო, მოჭრა და სიმაგრე ააშენო ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ აიღებდე.
მეორე რჯული თავი 20