მეორე რჯული 20:8
7. ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს.8. კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.9. როცა რჯულისკაცები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს. სარდლები დაუყენე ხალხს მეთაურად.
მეორე რჯული თავი 20