მეორე რჯული 22:24
23. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან,24. გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.25. თუ მინდორში შეხვდება კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, უნდა მოიკლას მხოლოდ კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.
მეორე რჯული თავი 22