მეორე რჯული 23:3
2. ვერ შევა ბუში უფლის საკრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.3. ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.4. ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
მეორე რჯული თავი 23