მეორე რჯული 26:2
1. როცა მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და დაიმკვიდრებ მას და დაიწყებ იქ ცხოვრებას,2. აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.3. მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას.
მეორე რჯული თავი 26