მეორე რჯული 27:4
3. დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.4. როცა გადახვალ იორდანეზე, დადგი ეს ქვები, როგორც დღეს გიცხადებ, ღებალის მთაზე და კირით შელესე.5. აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. რკინა არ შეახო მას.
მეორე რჯული თავი 27