მეორე რჯული 28:56
55. არავის მისცემს თავისი შვილების ხორცს, რომელთაც შეჭამს, რადგან არაფერი დარჩება მას ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი მთელს შენს მიწა- წყალზე.56. განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნების და ნებიერობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს,57. მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწა-წყალზე.
მეორე რჯული თავი 28