მეორე რჯული 28:64
63. როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით.64. გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა- პაპა - ხესა და ქვას.65. ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს.
მეორე რჯული თავი 28