მეორე რჯული 29:22
21. განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად.22. იტყვის მომავალი თაობა - თქვენი შვილები, რომლებიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორი ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც გასენა იგი უფალმა:23. გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით.
მეორე რჯული თავი 29