მეორე რჯული 3:11
10. ბარის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეიმდე - ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში.11. რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.12. ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
მეორე რჯული თავი 3