მეორე რჯული 3:19
18. ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც - გულადები ხართ.19. მხოლოდ ქალები და ბავშვები და საქონელი (ვიცი, რომ ბევრი საქონელი გყავთ) დასტოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია.20. ვიდრე უფალი თქვენსავით არ დააბინავებს თქვენს ძმებსაც და ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც მისცემს მათ უფალი, მათი ღმერთი, იორდანეს გაღმა. მერე დაბრუნდებით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის.
მეორე რჯული თავი 3