მეორე რჯული 3:2
1. გავბრუნდით და გავყევით ბაშანის გზას. გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.2. მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელს მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა.3. ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი.
მეორე რჯული თავი 3