მეორე რჯული 31:11
10. ასე უბრძანა მათ მოსემ: მეშვიდე წლის ბოლოს, პატიების დანიშნულ წელს, კარვობის დღესასწაულზე,11. როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.12. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
მეორე რჯული თავი 31