მეორე რჯული 5:23
22. ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელს თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.23. როცა მოისმინეთ მისი ხმა ბნელიდან, მთას კი ამ დროს ცეცხლი ეკიდა, ახლოს მოხვედით ჩემთან შტოთა თავკაცები და უხუცესები,24. და მითხარით: აჰა, გვახილვინა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე, მისი ხმაც გვესმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა ადამიანი.
მეორე რჯული თავი 5