მეორე რჯული 9:2
1. ისმინე, ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს,2. დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას?3. ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენს წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
მეორე რჯული თავი 9