მიქა 4:12
11. ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოს და ჭვრეტდეს სიონს ჩვენი თვალიო.12. მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე.13. მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს.
მიქა თავი 4