მსაჯული 10:7
6. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას.7. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.8. იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა ესახლა ამორეველების მიწაზე, გალაადის მხარეში.
მსაჯული თავი 10