მსაჯული 16:4
3. შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა.4. ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა.5. მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სამაგიეროდ ათას ვერცხლს მოგცემთ თითოეული.
მსაჯული თავი 16