მსაჯული 17:4
3. დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.4. როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში.5. ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად.
მსაჯული თავი 17